მე_9 დღე მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული-8. ვისაუბრეთ პრეზენტაციის და უკუკავშირის გაკეთებაზე. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და შევაფასეთ საბოლოო პროექტები. ტრენინგი ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება,, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ვისწავლე უამრავი საინტერესო რამ,მათ შორის ბუკლეტის გაკეთება,გაზეთის შექმნა. გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სწავლის პროექტში.ასევე საინტერესო იყო ჩემთვის 21_ საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა.
Sunday, November 9, 2014
მე_8 დღე
მე_7 დღეს დავათვალიერეთ შეფასების ფორმები და ჩეკლისტები მოსწავლეების ნაშრომისთვის.გავაკეთეთ უკუკავშირი ,განვიხილეთ შეფასების სქემები და მე_5 მოდული.გავეცანით სსსმმ მასალებს, ასევე გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაციას.
Saturday, November 8, 2014
ტრენინგის მეექვსედღეს,ავტვირთეთ ჩვენს მიერ გაკეთებული პრეზენტაცია PowerPoint-ში. ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენებდით ინტერნეტს ჩვენს თემაში კვლევისა და კოლაბორაციისათვის. დავათვალიერეთ გაზეთების და ბუკლეტების შაბლონები, ვაკეთეთ მონახაზი ჩვენი გაზეთისთვის.გადავხედეთ გეგმას და გავწერეთ მიმდინარე პროცედურები.
Sunday, November 2, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან მრავალფენოვანი იყო.განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები. ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება,დოკუმენტის გაზიარება,შედარება.განვიხილეთ უკუკავშირი,ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ვორდში.განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტი და საავტორო უფლებები.
Saturday, November 1, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, დავათვალიერეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტების სამუშაო ვერსიები.(ჩავინიშნეთ შენიშვნები).განვიხილეთ შეფასების ხუთი ძირითადი პრინციპები ,(განმავითარებელი და განმსაზღვრელი ).ასევე განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.მეხუთე დღისთვის დავგეგმეთ ბუკლეტების ატვირთვა ბლოგზე.