Sunday, October 26, 2014

ტრენინგის  მესამე  დღე
     მიუხედავად  ცუდი ამინდისა , ტრენინგმა  მაინც ენერგიულად ჩაიარა.განვიხილეთ მეორე მოდული.ვისწავლეთ ბუკლეტისა და ფლაერის  შექმნა.
 განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვისაუბრეთ 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების  მნიშვნელობაზე.
    განვიხილეთ განახლებული  ბლუმის ტაქსონომია.
    მივიღეთ რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  დასაწერად.




ესეც ჩემი ბუკლეტის სამუშაო  ვარიანტი!!!!!




Saturday, October 25, 2014

ტრენინგის I-II დღე

ამ  ტენინგს ინტერესით  ველოდებოდი, სურვილი მქონდა ,რომ  მესწავლა  ბლოგის შექმნა,სადაც შევძლებდი ჩემს  მიერ  შექმნილი  მასალის  ატვირთვას. დღეს ეს ნაწილობრივ მოვახერხე. ეს ტრენინგი  დამეხმარება  რომ  სწავლება გავხადო უფრო  საინტერესო  და მრავალფეროვანი.ბევრი რამ სიახლე იყო ჩემთვის,  მაგრამ მოვინდომე და ასე თუ ისე თავი გავართვი.დიდი მადლობა  ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანას იმისთვის, რომ ასე გვიადვილებს  სწავლის პროცესს.
     სამომავლოდ ვგეგმავთ  ,რომ ვისწავლოთ  ბუკლეტების შექმნა.ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა.