Tuesday, November 25, 2014

ნატო  მეტრეველის  პორთფოლიო.

პროექტის  სანახავად  იხილეთ ბმული.
https://drive.google.com/folderview?id=0B7HuemS-edo0emhDQmw2QzFqTFE&usp=sharing

Saturday, November 15, 2014

მე_9  დღე   
                             მეცხრე  დღეს  განვიხილეთ  მოდული-8.  ვისაუბრეთ  პრეზენტაციის  და  უკუკავშირის   გაკეთებაზე.  გავეცანით   ერთმანეთის   ნამუშევრებს   და   შევაფასეთ     საბოლოო პროექტები.   ტრენინგი  ,,პროექტზე    დაფუძნებული  სწავლება,,  ძალიან    საინტერესო   აღმოჩნდა  ჩემთვის. ვისწავლე  უამრავი საინტერესო   რამ,მათ  შორის  ბუკლეტის  გაკეთება,გაზეთის   შექმნა.  გავეცანი   შეფასების   სხვადასხვა    რუბრიკებს,რასაც   აუცილებლად   გამოვიყენებ   სწავლის   პროექტში.ასევე  საინტერესო იყო  ჩემთვის  21_  საუკუნის   უნარ-ჩვევების   გაცნობა.

Sunday, November 9, 2014

მე_8 დღე 
მე_7 დღეს    დავათვალიერეთ  შეფასების ფორმები და ჩეკლისტები  მოსწავლეების  ნაშრომისთვის.გავაკეთეთ  უკუკავშირი ,განვიხილეთ  შეფასების სქემები და  მე_5  მოდული.გავეცანით სსსმმ  მასალებს, ასევე  გარნერის  მრავალმხრივი  ინტელექტის  პრეზენტაციას.

Saturday, November 8, 2014

               ტრენინგის  მეექვსე დღეს,ავტვირთეთ ჩვენს მიერ გაკეთებული  პრეზენტაცია    PowerPoint-ში. ვისაუბრეთ  თუ როგორ  გამოვიყენებდით  ინტერნეტს  ჩვენს თემაში კვლევისა   და    კოლაბორაციისათვის.  დავათვალიერეთ  გაზეთების და ბუკლეტების    შაბლონები, ვაკეთეთ  მონახაზი  ჩვენი გაზეთისთვის.გადავხედეთ გეგმას  და  გავწერეთ მიმდინარე  პროცედურები.


Sunday, November 2, 2014

     ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან  მრავალფენოვანი იყო.განვიხილეთ პროექტის  პრეზენტაციები. ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება,დოკუმენტის გაზიარება,შედარება.განვიხილეთ უკუკავშირი,ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ვორდში.განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტი და საავტორო უფლებები.

Saturday, November 1, 2014

       ტრენინგის  მეოთხე  დღე ძალიან  ნაყოფიერი  აღმოჩნდა, დავათვალიერეთ ჩვენს  მიერ შექმნილი ბუკლეტების სამუშაო  ვერსიები.(ჩავინიშნეთ  შენიშვნები).განვიხილეთ  შეფასების ხუთი ძირითადი  პრინციპები ,(განმავითარებელი და განმსაზღვრელი  ).ასევე განვიხილეთ  დროში გაწერილი  შეფასების გეგმა.მეხუთე დღისთვის  დავგეგმეთ ბუკლეტების  ატვირთვა  ბლოგზე.